რუსთავში 29 წლის მამაკაცი კორონავირუსით გარდაიცვალა.
ახალგაზრდა მკურნალობის კურსს კლინიკა "რუსთავის" რეანიმაციულ განყოფილებაში გადიოდა.
როგორც "ინფო რუსთავს" კლინიკა "რუსთავში" განუცხადეს, პაციენტს მძიმე თანმხლები დაავადებები არ აღენიშნებოდა, თუმცა სამედიცინო დაწესებულებაში ამბობენ, რომ ახალგაზრდა საავადმყოფოში უმძიმეს მდგომარეობაში შეიყვანეს.
როგორც კლინიკაში საინფორმაციო სააგენტოს უთხრეს, პაციენტს სრულად ჰქონდა დაზიანებული ფილტვი და მისი გადარჩენა ექიმებმა ვეღარ მოახერხეს.
29 წლის კოვიდინფიცირებული კლინიკა "რუსთავში" 10 დეკემბერს შეიყვანეს.
გარდაცვლილი რუსთაველი ახალგაზრდა, გიორგი კაკოშვილია.