რუსთავში ახალი ავტობუსები შემოვიდა

2020-12-17 00:02:12

რუსთავში 2 წლიანი ლოდინის შემდეგ ახალი ავტობუსები შემოვიდა.

"ოტოკარის" მწვანე ფერის 10 მეტრიანი 16 ახალი ავტობუსი გაგარინის ქუჩაზე, ავტობუსების ახლადრეაბილიტირებულ სადგომზე დგას.

საერთო ჯამში 2021 წლის იანვრის ბოლომდე რუსთავში 40 ახალი ავტობუსი შემოვა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დაფინანსებით რუსთავისთვის, გორისთვის, ზუგდიდისთვის, ქუთაისისთვის, თელავისა და ფოთისთვის 175 ერთეული ავტობუსი შეიძინა, მათი ჯამური ღირებულება 19 მილიონი ევროა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები