რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელ ჩქაროსნული ავტომაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. [ვიდეო/video]
სავარაუდოდ, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და სანიაღვრე არხში ჩავარდა.
ავტოსაგზაო შემხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა უსაფრთხოების მიზნით ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი.
შემთხვევის ადგილზე ასევე იმყოფებოდა საპატრულო პოლიციისა და სამაშველო სამსახურის ეკიპაჟები.