ბათუმში, გრიბოედოვის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
ერთმანეთს საპატრულო პოლიციის ავტომობილი და "ბე-ემ-ვეს" მარკის ავტომობილი შეეჯახა.
გავრცელებული ინფორმაციით, ავარიის დროს დაშავდა 2 ადამიანი და ისინი სასწრაფოს ეკიპაჟმა სამედიცინო დააწესებულებაში გადაიყვანა.
როგორც "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლისკო დექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას ითვალისწინებს იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს და რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
ფოტო: "ბათუმელები"