თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ აკურაში 45 წლამდე ქალი საკუთარ სახლში გარდაცვლილი ნახეს.
გავრცელებული ინფორმაციით გარდაცვლილი მეზობელმა იპოვა და პოლიციას შეატყობინა.
შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული
როგორც შსს-ში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვიმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.