მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის პარალელურად ოპოზიციურმა პარტიებმა მემორანდუმი გააფორმეს, რომლის მიხედვითაც, პარტიის ხელმძღვანელები ცესკოდან თავიანთ პარტიულ სიებს გამოითხოვენ და პოლიტიკოსები ინდივიდუალურად იტყვიან უარს თავიანთ მანდატებზე.
„ვთვლი, რომ საერთოდ არ არის აუცილებელი ხელში გეჭიროს საპარლამენტო მანდატი იმისთვის, რომ განაგრძო მოლაპარაკებები, იმიტომ რომ მოლაპარაკებები შეიძლება გაგრძელდეს პარლამენტის დატოვების შემდეგაც.
ჩვენი მთავარი ამოცანაა დაინიშნოს ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და ამას არ სჭირდება საპარლამენტო მანდატი. ამიტომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება და მათ შორის ძალიან ბევრმა ოპოზიციურმა პარტიამ, რომ სწორედ დავტოვოთ მანდატები და ისე განვაგრძოთ ბრძოლა ამის გარეშე. დღეს „ქართული ოცნება“ ვაჭრობს იმის შესახებ, რომ ვიღაც შეიძლება შევიდეს პარლამენტში და ვიღაც არა“,- განაცხადა უდუმაშვილმა.
"ქართველმა ხალმხა ისევ მოიპოვა ძალაუფლება, რომლის წართმევასაც ცდილობს რუსი ოლიგარქი და რომლის მცდელობაც მან 31 ოქტომბერს გააკეთა მაგრამ ეს მცდელობა წყალში ჩაუვარდა რადგან აქ დახვა იმ ქართველების შთამომავლები, რომლებიც იგებდნენ დიდგორს ვინც იგბდა ბასიანს ვინც გამოაცხადა გამოუკიდებლობა 18 წელს და 90-იან წლებში მათი გამაგრძლებელები, მათი გზის მიმდევრები თქვენი სახით და მცდელობა ივანიშვილისა მოეხდინა ხელისუფლების უზურპაცია, დაემყარებინა დიქტატურა ჩავარდა და დღეს ქართველმა ხახლმა მთელ მსოფლიოს უთხრა, რომ მას ვერავინ დაჩაგრავს და მე მოვუწოდებ მთელ დემოკრატიულ სამყაროს არ სცნონ ეს შეკოწიწებული პარლამენტად წოდებული ქართუ ჰგუფიდან გამოვარდილი ივანიშვილის ჯოგი", - ამბობს შალვა ნათელაშვილი.
მემორანდუმზე ხელი არ მოუწერია გირჩს, რესპუბლიკურ პარტიასა და ალეკო ელისაშვილის მოქალაქეებს. როგორც გირჩის ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ თქვა, პარტია მხარს უჭერს მემორანდუმს, უბრალოდ, "ცერემონიები" არ უყვარს.