პარლამენტთან სამოქალაქო აქტივისტები საპროტესტო აქციას მართავენ. მათ საკანონმდებლო ორგანოს ყველა შესასვლელთან „სირცხვილის კორიდორი“ აქვთ მოწყობილი.
სწორედ ამ შეძახილებისა და ე.წ. სირცხვილის კორიდორის ფონზე შედიან პარლამენტის შენობაში ახალი მოწვევის დეპუტატები.
ცნობისთვის, დღეს საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა ტარდება და მას მხოლოდ "ქართული ოცნების" დეპუტატები ესწრებიან, როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი დარჩებიან პარლამენტის შენობასთან მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის პარალელურად.
აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა. მათი თქმით, ამგვარ პროტესტს გააგრძელებენ იქამდე, ვიდრე არ დაინიშნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები.
პარლამენტის შენობის შესასვლელებთან მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.