დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის მეტად გავრცელება უკვე შეკავებულია.
მისი თქმით, ორი კვირაა, რაც შეზღუდვები ამოქმედდა და ჩატარებული ტესტების გაორმაგებული რაოდენობის მიუხედავად, შემთხვევების რიცხვი არ გაზრდილა.
„ვირუსი შეკავებული გვაქვს. შეზღუდვების დაწესებიდან ორი კვირის თავზე მივედით ისე, რომ ტესტირების გაორმაგებული მაჩვენებლის მიუხედავად, მატება არ გვაქვს. ეს არის მთავარი შედეგი“, - აღნიშნა პაატა იმნაძემ ბრიფინგზე.
როგორც მან განმარტა, ასეთმა შედეგმა აჩვენა, რომ ჯანდაცვის სისტემამ მოცემულ მდგომარეობას გაუძლო.
„ფაქტია, რომ სისტემამ გაუძლო, მაგრამ მეტს ვერ გაუძლებდა და რადგანაც პროგნოზი უარესი იყო, ამიტომ დაწესდა ეს შეზღუდვები“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.