მოიხსნება თუ არა შეზღუდვები საახალწლო დღეებში

2020-12-15 12:19:31

მთავრობის 2 თვიან გეგმასთან დაკავშირებით, რომელიც საახალწლო დღეებში დაწესებული შეზღუდვების მნიშვნელოვნად შემსუბუქებას ითვალისიწნებს, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ გეგმის მიხედვით, შეზღუდვების მოხსნაზე გადაწყვეტილება ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე იქნება მიღებული.

"საკოორდინაციო საბჭო აკვირდება ეპიდსიტუაციას. ყოველდღიური სხდომების დროს ხდება ანალიზი. როდესაც ჩვენ მივუახლოვდებით 24-ს, ვნახავთ. ყოველკვირეულად ხდება შეჯამება მრავალფაქტორული ანალიზის საფუძველზე მდგომარეობის და შესაბამისად მიიღება შემდგომ გადაწყვეტილება.

ეს ყველაფერი არის განხილვის საგანი. ჩვენ ექიმები ყოველთვის ვართ უფრო რადიკალური ამ შემთხვევაში, მაგრამ საკოორდინაციო საბჭო მოგეხსენებათ არის წარმოდგენილი ძალიან ბერვი უწყბით და აქ გასათვალისწინებელია ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა, მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა და ხდება მერე დაბლანსებული გადაწყვეტილების გამოტანა. ერთის მხრივ, რომ არ გაუარსედეს ქვეყანაში ეპიდსიტუაცია და მოსახლეობის ჯანმრთელობა, მეორეს მხრივ კი შექმნილი იყოს დოვლათი და ადამიანებს ჰქონდეთ შემოსავალი", - განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, წინასაახალწლოდ რომ განვითარდეს ის, რაც "შავ პარასკევს" მოხდა, ამ პერიოდში შევალთ დიდ პიკში.

„ჩვენ უნდა დავაკვირდეთ ეპიდსიტუაციას, როგორი გვექნება მომავალი, გავაანალიზოთ, როგორი გვექნება კიდევ ერთი კვირა და იმის მიხედვით საკოორდინაციო საბჭომ უნდა მიიღოს ბალანსირებული გადაწყვეტილება. უნდა ვიყოთ საკმაოდ ფრთხილად. თუ გავხსნით და უნდა გაიხსნას წინასაახალწლოდ გარკვეული რაღაცები, შემსუბუქება უნდა იყოს, მაშინ ყველა პრევენციული ღონისძიება მკაცრად უნდა იყოს დაცული და აღსრულებული. ხელაღებით, ყოველგვარი ანალიზის გარეშე, რომ გაიხსნას ყველაფერი და ის, რაც "შავ პარასკევს" მოხდა მსგავსი განვითარდეს, ზუსტად წინასაახალწლოდ გვექნება დიდი პიკი. ამიტომ თუ რამეს ჩვენ ამ ორ კვირაში მივაღწევთ და რაღაც სტაბილიზაციის ელემენტები ოდნავ ჩანს, ის წყალში არ უნდა გადავყაროთ, უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად", - განაცხადა გამყრელიძემ.