მართვის მოწმობის მისაღებად შესაბამის გამოცდაზე გასვლას მომსახურების სააგენტოში მხოლოდ 30 ნოემბრამდე დარეგისტრირებული პირები შეძლებენ, - ამის შესახებ შსს-ს მომსახურეობის სააგენტოს დირექტორის მოადგილემ განაცხადა.
იმედა მაკასარაშვილმა იმის შესახებ ისაუბრა,თუ ვის და როგორ შეუძლია თეორიული და პრაქტიკული გამოცდების ჩაბარება, არსებული შეზღუდვების პირობებში.
„ის პირები, რომელთაც რეგისტრაცია უკვე გავლილი ჰქონდათ, ან ჩაბარებული აქვთ შესაბამის კატეგორიის თეორიული გამოცდა, მხოლოდ ეს პირები შეძლებენ გამოცდაზე გასვლას. სხვა პირები ვერ შეძლებენ, რადგან მათთვის რეგისტრაციის პროცესი შეჩერებულია“, - განაცხადა იმედა მაკასარაშვილმა.
მისივე თქმით, მართვის მოწმობასთან დაკავშირებული სხვა სახის მომსახურეობა მოქალაქეებს სააგენტოში შეუძლიათ მიიღონ კვირის დღეებში.