რუსთავში კოვიდ19-ით კიდევ 3 ადამიანი გარდაიცვალა

2020-12-09 20:02:20

რუსთავში კორონავირუსული ინფექციას კიდევ 3 ადამიანი ემსხვერპლა.

ორი მათგანი ცენტრალურ საავადმყოფოში არსებულ კოვიდმიმღებ ცენტრში მკურნალობდა.

ინფექციონისტის მაია რაზმაძის განცხადებით, კოვიდინფიიცრებული კაცი და ქალი კლინიკაში ნოემბრის ბოლოს შეიყვანეს. გარდაცვლილი პაციენტები 70 წლამდე ასაკის იყვნენ. რაზმაძის თქმით, ორივე პაციენტს თანმხლები დაავადებები ჰქონდათ.

ერთი პაციენტი კი კლინიკა "რუსთავში" გარდაიცვალა, მის შესახებ სხვა დეტალები უცნობია.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები