რა შემთხვევაში უნდა დარეკოს მოქალაქემ 112-ზე

2020-12-04 13:00:50

ჯანდავის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ მოქალაქეს ტესტირების შემდეგ დაუდასტურდა Covid-19, მან 112-ზე არ უნდა დარეკოს და პირდაპირ ოჯახის ექიმს უნდა მიმართოს.

თამარ გაბუნიამ განმარტა, რომ გაფართოებული ტესტირების შედეგად მოქალაქეები ტესტირების პასუხს უმოკლეს დროში იგებენ, რაც მათ საშუალებას აძლევს,იზოლაციის წესები სწორად შეასრულონ, თუმცა მიუხედვად ამისა, ბევრ მათგანს კითხვები უჩნდება. ამიტომ მინისტრის მოადგილე განმარტავს, რა შემთხვევაში უნდა დავრეკოთ 112-ზე.

„დადასტურებული პირები უნდა დარჩნენ ბინაზე და მათ დაუკავშირდებათ ოჯახის ექიმი. დღეს პაციენტი სწრაფად იგებს პასუხს და იქვე უჩნდება შეკითხვა, როგორ მოიქცეს. გუშინ 112-ზე ბევრი ზარი განხორციელდა ამასთან დაკავშირებით, თუმცა არ არის საჭირო 112-ზე დარეკვა, აუცილებელია, ოჯახის ექიმთან კომუნიკაცია. 112-ში ვრეკავთ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მდგომარეობა მძიმეა და პაციენტი თვლის, რომ სჭირდება სასწრაფო გადაუდებელი დახმარების ჩართვა“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.