პაატა იმნაძე შეზღუდვებზე

2020-11-29 14:16:39

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ შეზღუდვების თაობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პირველი შედეგები ორი კვირის შემდეგ გამოჩნდება.

„პირველ რიგში ველოდებით იმას, რომ დასტაბილურდება სიტუაცია და მატება დეკემბრის მეორე ნახევარში არ გვექნება, რაც შესაძებლობას მოგვცემს, რომ შემდგომ დაიწყოს დაავადების შემთხვევების კლება . ჯერჯერობით კლებას ნამდვილად არ ველოდებით, მით უმეტეს პირველ დღეებში, ორი კვირის მერე არის პირველი შედეგები,“ - განაცხადა პაატა იმნაძემ.