რუსთავში უფასო სასადილოების ბენეფიციარებს მუნიციპალური ტრანსპორტი მოემსახურება.
ქალაქის მერის, ირაკლი ტაბაღუას, განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით დაწესებული შეზღუდვების გამო, მუნიციპალიტეტი ბენეფიციარების სასადილომდე მიყვანას უზრუნველყოფს.
ავტობუსები მათ კვირის შვდივე დღეს 12-დან 3-საათამდე მოემსახურება.
ტაბაღუას თქით, ბენეფიციართა გადაყვანა ავტობუსების ყველა წესის დაცვით მოხდება.
"ჩვენ გამოვიყენეთ უკვე დამკვიდრებული პრაქტიკა. გაზაფხულზე დაწესებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, მუნიციპალური ტრანსპორტის გარკვეულ რაოდენობას სასადილოების მიხედვით ბენეფიციარები გადაყავდა. ახლაც იქნება ასე, ტრანსპორტი 12-დან 3-საათამდე მოემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ბენეფიციარებს, რომლებიც სარგებლობენ უფასო სასადილოებით",- განაცხადა ირაკლი ტაბაღუამ.
ქალაქის მასშტაბით 1976 ბენეფიციარს უფასო სასადილო 4 ლოკაციაზე ემსახურება, ესენია:
ბათუმის 17
რჩეულიშვილის 9
ქუჩიშვილის 1
20 მკრ-14 კორპუსის მიმდებარედ