იქნება თუ არა ავტომანქანებით გადაადგილების აკრძალვა

2020-11-26 15:35:45

ქვეყნის მასშტაბით მსუბუქი ავტომანქანებით გადაადგილების აკრძალვა არ იქნება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში დამატებითი შეზღუდვების გეგმასთან დაკავშირებით განაცხადა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 28 ნოემბერიდან  31 იანვრის ჩათვლით იზღუდება მგზავრების რეგულარული საქალაქთაშორისო გადაყვანა, მათ შორის - რკინიგზით, ავტობუსით, სამარშრუტო ტაქსით. მსუბუქ ავტომობილებზე (მათ შორის ტაქსებზე) შეზღუდვა არ წესდება.

ცნობისთვის,  28 ნოემბრიდან 31 იანვრამდე კომენდანტის საათი საღამოს 21:00 საათიდან დაიწყება და დილის 05:00 საათამდე გაგრძელდება.

ამ დროის განმავლობაში იკრძალება ადამიანების მოძაობა როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა.

გამონაკლისი იქნება ახალი წლის ღამე - 31 დეკემბრის ღამე და ასევე შობის ღამე - 6 იანვრის ღამე;

ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში მოქმედი წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო.