შეზღუდვა გრძელდება

2020-11-22 12:23:52

დღეიდან, 22 ნოემბრიდან გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა რუსთავში ისევ ძალაშია. შეზღუდვა როგორც აქამდე, 22:00 საათიდან 05:00 საათამდე იმოქმედებს.

21 ნოემბერს საქართველოში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის გამო, 20-21 ნოემბერს 22:00-05:00 საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა გაუქმდა. აღნიშნული გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო. ცვლილება მთავრობის შესაბამის დადგენილებაში შევიდა.

შეგახსენებთ, რომ 9 ნოემბრიდან 22:00 საათიდან 05:00 საათამდე იკრძალება პირთა გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა. შეზღუდვა მოქმედებს საქართველოს დიდ ქალაქებში - თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ფოთსა და ზუგდიდში.