ცესკო #12 მაჟორიტარული ოლქის წინასწარ შედეგებს აქვეყნებს.
#5 დავით კირკიტაძე 4012 ხმა - 10.21%, ხოლო #41 ნინო ლაცაბიძე 35297 ხმა - 89,79%.
რუსთავისა და გარდაბნის 10 თემში (19 სოფელში) სულ რეგისტრირებული იყო 141453 ამომრჩეველი, აქედან 107425 რუსთავის ხოლო 34028 გარდაბნის 19 სოფელში.
არჩევნებზე მივიდა 39309 ადამიანი.
შეგახსენებთ რომ მეორე ტურში არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა ოპოზიციამ, მათ მხარდამჭერებს მოუწოდეს რომ არ მისულიყვნენ არჩევნებზე.