რუსეთში პოლიციამ სასიკვდილო თამაშების ერთ-ერთი ადმინისტრატორი ილია სიდოროვი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. 26 წლის ილია სიდოროვი მოსკოვში მოზარდების თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით დააკავეს. მისი საცხოვრებელი ადგილიდან პოლიციამ ხუთი ტელეფონი, პლანშეტი და რამდენიმე სიმ ბარათი ამოიღო. ბრალდებული სასიკვდილო თამაშების საშუალებით მოზარდებს სხვადასხვა დავალებებს აძლევდა, მათ შორის მეტროს ლიანდაგებში გადახტომას და სხვ.
ილია სიდოროვმა აღიარა, რომ "ლურჯი ვეშაპის" ერთ-ერთი ჯგუფის ადმინისტრატორი იყო, რომელშიც 32 არასრულწლოვანი იყო გაწევრიანებული. პოლიციის ინფორმაციით, "ლურჯი ვეშაპის" ადმინისტრატორს 5 წლიანი პატიმრობა ემუქრება. შეგახსენებთ, ონლაინ თამაშ "ლურჯი ვბეშაპის" გამო რუსეთში მოზარდების მიერ სუიციდის 130-მდე შემთხვევა დაფიქსირდა. ნახეთ ვიდეო.