მომდევნო 4 დღის ამინდის პროგნოზი

2020-11-21 01:42:17

21-22 ნოემბერს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში 21-22 ნოემბერს +5, +10 გრადუსი იქნება.

აღმოსავლეთ საქართველოში 21-22 ნოემბერს მოიღრუბლება. მოსალოდნელია ცივი, ნისლიანი და ნალექიანი ამინდი. მთაში და მაღალმთაში მოთოვს. ბარშიც 23 ნოემბერს შესაძლოა თოვლჭყაპი აღნიშნოს. ჰაერის ტემპერატურა ბარში 23 ნოემბერს დღისით +4, +9 გრადუსამდე დაიკლებს.

თბილისში შესაძლებელია მცირე წვიმა. ჰაერის ტემპერატურა 21-22 ნოემბერს +4, +9 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 23 ნოემბერს მოსალოდნელია ნისლი. ტემპერატურა დღისით +5, +10 გრადუსამდე დაიკლებს.

რუსთავში ჰაერის ტემპერატურა იქნება: 21 ნოემბერი +8°C, 22 ნოემბერი +11°C, 23 ნოემბერი +10°C, 24 ნოემბერი +8°C.