რუსთაველი სამოქალაქო აქტივისტები დავით კირკიტაძესა და ვახო მეგრელიშვილს პარლამენტში შესვლისკენ, რუსთაველ ამომრჩეველს კი ხვალ, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში აქტიურობისკენ მოუწოდებენ.
სამოქალაქო აქტივისტებმა დღეს რუსთავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში (USAID) შეხვედრა გამართეს.
ერთ-ერთი აქტივისტის, გივი შანიძის თქმით, ოპოზიციური პარტიის რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები, რომლებმაც მანდატი პარტიული სიით მოიპოვეს, პარლამენტში გარემოსდაცვითი კანონის მხარდასაჭერად უნდა შევიდნენ.
"სამოქალაქო აქტივისტები რუსთაველ ამომრჩეველს მოვუწოდებთ, რომ იაქტიურონ რადგან ქალაქის პრობლემატიკის მცოდნე , ახალგაზრდა, ენერგიული და კომპეტენტური ადამიანის ყოფნა საქართველოს პარლამენტში, რუსთაველებისთვის მნიშვნელოვანია.
რაც შეეხებათ დავით კირკიტაძეს და ვახტანგ მეგრელიშვილს, რომელნიც მაჟორიტარულად რუსთავში იყრიდნენ კენჭს და პარტიული სიით ფაქტიურად პარლამენტარები არიან, მოვუწოდებ შევიდნენ პარლამენტში და რუსთავისთვის ყველაზე მნიშვნელოვანს - გარემოს დაცვითი კანონის გამკაცრებას დაუჭირონ მხარი. მერე თუ უნდათ რიგრარეშე არჩევნებიც ჩაატარონ.
ჩვენ პოლიტიკოსებს მოვუწოდებთ საქმის კეთებისკენ და გარემოს დაცვისკენ, თორე სანახაობას რომ არ გვაკლებენ ვხედავთ და ვიცით რომ მომავალშიც არ მოგვაკლებენ", - აცხადებს გივი შანიძე.