"ნაციონალური მოძრაობა" 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას არ მიიღებს.
როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანიდატი დავით კირკიტაძე აცხადებს, გარდა იმისა, რომ მათი პარტია არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას არ მიიღებს, ისინი არც ხელის შეშლას აპირებენ.
კირკიტაძე მათ ამომრჩევლებს მოუწოდებს, არჩევნებში მონაწილეობის მიღებისგან თავი შეიკავონ.
"დიდი მადლობა 25 000 მეტ მხარდამჭერს რომლებმაც მიუხედავად წინააღმდეგობისა, საკუთარი არჩევანი ჩემს სასარგებლოდ დააფიქსირა. იმისთვის რომ მსგავსი ძალადობა და ფარსი აღარასოდეს განმეორდეს ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება არ მივიღოთ მონაწილეობა მეორე ტურებში, რითაც გვსურს წვლილი შევიტანოთ საარჩევნო პროცესის გაჯანსაღებაში, რასაც აუცილებლად ერთობლივი ბრძოლით მივაღწევთ, ჩვენი ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოთ.
ჩვენ, ყველა კანდიდატი უარს ვაცხადებთ მონაწილეობა მივიღოთ ამ ფარსში. კიდევ ერთხელ, ღრმა პატივისცემას ვუფიქსირებთ ყველა ამომრჩეველს, ასევე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ არ ვაპირებთ რაიმე სახით ამ ფარსში მონაწილეობის მიღებას და არც ხელის შეშლას იმ პროცესისას, რომელსაც მხოლოდ ერთი პოლიტიკური ჯგუფი უწოდებს საქართველოში არჩევნებს. ჩვენი ბრიფინგი ეხმიანება იმ სიცრუის ტირაჟირებას, რომელსაც „ქართული ოცნება“ ახდენს, რადგან მათ ყველაზე კარგად იციან, მეორე დღიდან, რაც ცნობილი გახდა ამ ფარსის შესახებ, ეს გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ მეორე ტურებში არ ვაპირებდით მონაწილეობის მიღებას. გულწრფელად ვისურვებდი, რომ საქართველოში ჩატარებულიყოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, რომ აღარასდროს, არც ერთ კანდიდატს აღარ ჰქონდეს სურვილი, რომ მონაწილეობა არ მიიღოს მეორე ტურებში... მინდა ამომრჩეველმა იცოდეს, მიუხედავად ჩვენი ამ განცხადებისა და ჩვენი საჯარო პოზიციისა, ბიულეტენში მაინც იქნებიან ის კანდიდატები დაფიქსირებული, რომლებიც მეორე ტურში გადავიდნენ. ჩვენმა ამომრჩეველმა უნდა იცოდეს ერთი რამ, ჩვენ არ ვიღებთ მონაწილეობას და მოვუწოდებთ მათაც, რომ თავი შეიკავონ ამ ფარსში მონაწილეობისაგან, რომელსაც მხოლოდ ერთი პოლიტიკური ჯგუფი უწოდებს არჩვენებს“, - განაცხადა კირკიტაძემ.