18 ნოემბერს რუსთავში ელ.ენერგია შეიზღუდება

2020-11-17 16:44:05

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 18 ნოემბერს 13:00-დან 13:30 საათამდე ელექტროენერგია შეეზღუდებათ მომხმარებლებს რუსთავში, მეგობრობის, კლდიაშვილის, თოდრიას, მესხიშვილის, შევჩენკოს, 9 ძმა ხერხეულიძის, მარჯანიშვილის, ლესელიძის, დადიანის, კიკვიძის, სანაპიროს, ბესიკის, თავგორაშვილის, ქუჩიშვილის ქუჩებზე.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.