რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში წყლის ველოსიპედები გამოჩნდა.
პროექტი საზოგადოება "რუსთაველების" დახმარებით განხორციელდა.
ამ ეტაპზე ტბაზე გასეირნების მსურველებს საქართველოში, ზესტაფონში, დამზადებული 3 წყლის ველოსიპედი მოემსახურება.
"რუსთაველების" ერთ-ერთი დამფუძნებლის ალექსანდრე დალაქიშვილის განცხადებით, მსურველთა რაოდენობა მაღალია და იგეგმება დამატებით კიდევ 2 წყლის ველოსიპედის შემოყვანა.
რაც შეეხება ღირებულებას, დალაქიშვილის თქმით, ამ ეტაპზე წყლის ველოსიპედით გასეირნება უფასოა.