შეჯიბრი სამთო ველოსპორტში იაღლუჯის ფერდობზე [photo]

2020-11-14 14:23:56

იაღლუჯის ფერდობზე სამთო ველოსპორტში შეჯიბრი მოეწყო. მარათონის ფარგლებში, 2 200 მეტრიანი აღმართის დაძლევაში ერთმანეთს 40 მონაწილე ეჯიბრებოდა.

მარათონი ველომოყვარულთა ასოციაცია “რუსთაველოს” ორგანიზებით გაიმართა.

როგორც ასოციაციის ხელმძღვანელმა გიგა ძულიაშვილმა "ინფო რუსთავს" განუცხადა, ველომარათონს უცხოელი მონაწილეებიც ჰყავდა.

"დღეს გვქონდა აღმართის დაძლევა იაღლუჯის ქედზე. იყო 14% აღმართი, საკმაოდ რთული რელიეფი. გვყავდა 40 მონაწილე, როგორც ქართველები, ისე უცხოელი დიპლომატები, რომლებიც თბილისიდან გვესტუმრნენ", - განაცხადა ძულიაშვილმა.

შეჯიბრის გამარჯვებულები გამოვლიდნენ როგორც ქალთა, ისე მამაკაცთა კატეგორიებში.

საპრიზო ადგილების მფლობელები მამაკაცებში გახდნენ:

3. გოგი სამაკაშვილი

2. ოთო ავლოხაშვილი

1. პიტერ დენისი

ქალებში:

3. მარიამ დარახველიძე

2. ნინო სებისკვერაძე

1. მარ მიხელიძე

საპრიზო ადგილების მფლობელებს სიგელები, თასები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.

მარათონში მონაწილეობის მიღება წინასწარ გავრცელებული ინფორაციის საფუძველზე, ნებისმიერი მსურველისთვის შესაძლებელი იყო.

ღონისძიების დამფინანსებელი და მხარდამჭერი მაღაზია/სახელოსნო "ველო კუთხე".