რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში კოვიდის მიმღები განყოფილება მოეწყო.
როგორც კლინიკის ხელმძღვანელმა, პაპუნა ბახტაძემ "ინფო რუსთავს" განუცხადა, კოვიდინფიცირებული პაციენტების მიღება სამედიცინო დაწესებულებამ უკვე დაიწყო.
კოვიდის მიმღები განყოფილება კლინიკის მესამე სართულზე მოეწყო, სადაც ვირუსით ინფიცირებული პაციენტებისთვის, ჯამში, 60 საწოლის მობილიზება მოხდა.
აქედან 50 საწოლი თერაპიული, 10 კი რეანიმაციულია.
მათ, ვისაც ცენტრალური საავადმყოფოს ცხელების ზონაში კორონავირუსი დაუდასტურდებათ და დაავადების მიმდინარეობის შედარებით მძიმე ფორმები ექნებათ, ამიერიდან მკურნალობის კურსს ცენტრალურ საავადმყოფოშივე ჩაუტარებენ.