ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

2020-11-12 15:02:40

თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მამაკაცის ცხედარი მეხანძრე-მაშველებმა ხანძრის ჩაქრობის შემდეგ იპოვეს.

„ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია“, - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

შეგახსენებთ, რომ ხანძარი საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულზე გაჩნდა.