რუსთავში კლინიკის თანამშრომლებს კოვიდ19 დაუდასტურდათ

2020-11-12 11:35:17

რუსთავში, გასული 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსული ინფექციის 17 ახალი შემთხვევა დადასტურდა. აქედან 5 შემთხვევა კლინიკა "რუსთავის" ცხელების ზონაში, 12 კი N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში დაფიქსირდა.

როგორც "ინფო რუსთავს" კლინიკა "რუსთავის" ეპიდემიოლოგმა მაია როგავამ განუცხადა, 2 კოვიდინფიცირებული კლინიკის თანამშრომელია, ისინი სამედიცინო დაწესებულებაში ბოლო პერიოდში არ ყოფილან. რაც შეეხება დანარჩენ 3 პაციენტს, მაია როგავას თქმით, პაციენტები რუსთაველები არიან.

დღის განმავლობაში, ეტაპობრივად ხდება ლაბორატორიული კვლევების პასუხები N2 დიაგნოსტიკური ცენტრისთვის. ამ დროისთვის, კლინიკაში კორონავირუსზე აღებული ტესტის 12 დადებითი პასუხი მივიდა.