რუსთავში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსული ინფექციით ინფიცირების 19 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
5 შემთხვევა კლინიკა "რუსთავის" ცხელების ზონაში დადასტურდა.
როგორც ეპიდემიოლოგმა მაია როგავამ "ინფო რუსთავს" განუცხადა, ერთი კლინიკის თანამშრომელია, ხოლო 4 პაციენტი.
როგავას თქმით, მედიკოსი ბოლო პერიოდის განმავლობაში კლინიკაში არ ყოფილა და პარალელურად სხვა სამედიცინო დაწესებულებაშიც მუშაობდა.
ინფიცირების 11 შემთხვევა გამოვლინდა N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში, ამის შესახებ პოლიკლინიკის დირექტორის მოადგილემ, რუსუდან ადამიამ, განგვიცხადა.
3 ახალი შემთხვევა კი ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოს ცხელების ზონაში გამოვლინდა. კლინიკის ეპიდემიოლოგის მაია რაზმაძის განცხადებით, პაციენტებს შორის ერთი რუსთაველია.