რუსთავში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი დღის განმავლობაში მეორედ შეიცვალა.
ამჯერად, ინფიცირების 16 ახალი შემთხვევა ქალაქის N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში გამოვლინდა.
ამის შესახებ "ინფო რუსთავს" პოლიკლინიკის დირექტორის მოადგილემ, რუსუდან ადამიამ, განუცხადა.
შეგახსენებთ, რომ დღის განმავლობაში რუსთავში კოვიდ19-ით ინფიცირების სულ 22 ახალი შემთხვევა დადასტურდა, საიდანაც 4 ქალაქის ცეტრალურ კლინიკაში განთავსებულ ცხელების ზონაში იყო.