8 ნოემბერს ცესკოს საპროტესტო აქციის დაშლისას წყლის ჭავლის გამოყენების დროს 27 ადამიანი დაშავდა.
დაშავებულებს შორის, იყვნენ მედიის წარმომადგენლები, ჟურნალისტები და ოპერატორები, 10 აქციის მონაწილე.
შსს-ს მინისტრის მოადგილის, კახაბერ საბანაძის, განცხადებით დაშავდა სამინისტროს 14 თანამშრომელიც.
მისი თქმით, აქციის დროს სამართალდამცავებმა 19 პირი დააკავეს.
მათ შორის "საქართველოს უნივერსიტეტის" ლექტორი კონსტანტინე თოფურია.