რუსთავში, ოქტომბრის თვეში, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 2 ობიექტი დააჯარიმა.
სურსათის უვნებლობის ქვემო ქართლის რეგიონულ სამმართველოში აცხადებენ, რომ ინსპექტირების ფარგლებში სასურსათო მაღაზია და სწრაფი კვების ობიქეტი დააჯარიმდა. სამსახურის ხელმძღვანელის, მირანგულა ლიპარტელიანის თქმით, სასურსათო მაღაზიას სანქცია ეტიკეტირების წესების დარღვევისთვის, სწრაფი კვების ობიექტს კი სეს-ის რეკომენდაციების შეუსრულებლობისთვის დაეიკისრა.
რუსთავში, საერთო ჯამში, ოქტომბერში 89 ობიექტი შემოწმდა.
დარღვევები დაფიქსირდა რეგიონშიც. ქვემო ქართლის მასშტაბით გეგმიური თუ არაგეგმიური კონტროლი, ჯამში, 318 ობიექტს ჩაუტარდა. დაჯარიმდა 3 ობიექტი.
სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლს განაგრძობს იმ ბიზნესოპერატორებთან, რომლებიც დასაქმებულები არიან სურსათის წარმოებაში. დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში კი ობიექტები 1000 ლარით დაჯარიმდებიან და საწარმოო პროცესი იქმადე შეუჩერდებათ, სანამ არ გამოასწორებენ არსებულ პირობებს.