Facebook-ი გვერდების წაშლაზე განცხადებას ავრცელებს

2020-11-06 14:47:56

Facebook-ის მიერ დღეს გავრცელებული განცხადების თანახმად, მათ კოორდინირებული არაავთენტური ქმედებების გამო, პოლიტიკურ პარტია "პატიორთა ალიანსთან" და ორგანიზაცია "ალტ ინფოსთან" დაკავშირებული გვერდების და ანგარიშების წაშლის გადაწყვეტილება მიიღეს.

"Facebook-ი იკვლევს კოორდინირებულ არაავთენტურ ქცევას და მსგავს ფაქტებს საკუთარი პლატფორმიდან შლის. იმისათვის, რომ საზოგადოებას მეტი ინფორმაცია ჰქონდეს ამ მიმართულებით მიღწეული პროგრესის შესახებ, Facebook-ი ყოველთვიურ ანგარიშსაც წარადგენს.

2020 წლის ოქტომბერში Facebook-მა ანგარიშების, ჯგუფებისა და გვერდების 14 ქსელი წაშალა. აქედან 8 ქსელი საქართველოში, მიანმარში, უკრაინასა და აზერბაიჯანში ფიქსირდებოდა, რომელთა სამიზნეც სწორედ ამ ქვეყნების მოსახლეობა იყო.

საქართველოში Facebook-მა კოორდინირებული არაავთენტური ქცევის ორი ქსელის იდენტიფიცირება მოახდინა. ერთ-ერთი მათგანი კავშირშია Alt-info-სთან. შედეგად, წაიშალა 50 ანგარიში, 49 გვერდი, 4 ჯგუფი, 8 ღონისძიება და 19 ინსტაგრამის ანგარიში. ქსელის იდენტიფიცირება და ანგარიშების წაშლა ISFED-ის მხრიდან შემოსული საჩივრების საფუძველზე მოხდა.

გარდა ამისა, Facebook-მა გამოავლინა კიდევ ერთი ქსელი საქართველოში, რომელიც პატრიოტთან ალიანსთანაა კავშირში. შედეგად, წაიშალა 54 ანგარიში, 14 გვერდი, 2 ჯგუფი და 21 ინსტაგრამის ანგარიში,"- ნათქვამია განცხადებაში.
Facebook-ის ანგარიში დეტალურად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.