საქართველოში კორონავირუსის 2 295 ახალი შემთხვევიდან 989 თბილისში გამოვლინდა, - ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
„დღეს გამოვლენილი 2 295 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 989 ახალი შემთხვევა, აჭარა - 387, იმერეთი - 387, ქვემო ქართლი - 166, შიდა ქართლი - 133, გურია - 27, სამეგრელო და ზემო სვანეთი - 97, კახეთი - 47, მცხეთა-მთიანეთი -33, სამცხე-ჯავახეთი - 29, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - არ დაფიქსირებულა შემთხვევები“, - განაცხადა ალექსანდრე ხოჯევა