მარნეულის სოფელ ახლოლალოში დედა-შვილი მოკლეს. გარდაცვლილები არიან ახალგაზრდა ქალი და 22 წლის ბიჭი.
დედა-შვილს სასიკვდილო ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული.
მკვლელობის მოტივზე "ინფო რუსთავს" დაზუსტებული ინფორმაცია ჯერჯერობით არ აქვს.
საინფორმაციო სააგენტო შინაგან საქმეთა სამინისტროსგან კომენტარს ელოდება.