კოვიდ19-ის ახალი შემთხვევები რუსთავში

2020-11-03 10:48:38

კლინიკა "რუსთავში" არსებულ კოვიდმიმღებ ზონაში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ამის შესახებ "ინფო რუსთავს" ინფორმაცია კლინიკაში დაუდასტურეს.

მათი განცხადებით, 1 ნოემბერს კორონავირუსზე ლაბორატორიულ კვლევაზე გაგზავნილი ტესტის პასუხები მიიღეს და 4 პაციენტს კოვიდ19 დაუდასტურდა. 3 მათგანი რუსთაველია, ხოლო ერთი გარდაბნელი.