კოვიდ19-ის ახალი შემთხვევები რუსთავში

2020-10-30 10:53:33

რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში არსებულ ცხელების ზონაში, გასული 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსი 5 პაციენტს დაუდასტურდა, - ამის შესახებ ინფორმაცია "ინფო რუსთავს" ცენტრალური საავადმყოფოს ეპიდემიოლოგმა მაია რაზმაძემ მიაწოდა.

რაზმაძის განცხადებით, პაციენტების ინფიცირების წყარო უცნობია, მათი კონტაქტების მოკვლევის მიზნით კი დაწყებულია ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა.

როგორც ეპიდემიოლოგმა საინფირმაციო სააგენტოს უთხრა, 5 პაციენტიდან 3 თბილისელია და მათ კონტაქტების წრე რუსთავში არ უფიქსირდებათ.