რუსთავში ელ.ენერგიის მიწოდება შეიზღუდება

2020-10-29 23:12:52

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს.

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 30 ოქტომბერს 07:00-დან 07:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს აბონენტებს რუსთავში მესხიშვილის, მეგობრობის, ლეონიძის, ლომოურის, ტაშკენტის და მიმდებარე ქუჩებზე.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.