რუსთავში ძლიერი წვიმისა და ქარიშხალის დროს მეხი ჩამოვარდა. შემთხვევა თბილისის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე (კერძო ბინებთან) მოხდა. მეხი ხეს დაეცა და გადატეხა, შედეგად კი ელექტრო სადენები დაზიანდა. ამ დროისთვის გონაშვილის და დოლიძის ქუჩის 100-მდე აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება, როგორც კომპანია "ენერგო პრო-ჯორჯიაში" აცხადებენ, ელექტროენერგიის მიწოდება დაახლოებით ერთ საათში აღდგება.