კომპანია "რუსთავის წყალი" განცხადებას ავრცელებს.
28 ოქტომბერს, რუსთავში, თოდრიას და მესხიშვილის ქუჩების კვეთაზე წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით, 01:30-დან 12:00 სთ-მდე, წყალმომარაგება შეუწყდება:
თოდრიას და მესხიშვილის ქუჩებს, კლდიაშვილის ქ. N4. 6. 8. 10. 12. 14, მეგობრობის ქ. N39, 41 და ლესელიძის N71, 71ა, 51, 51ა, 28 კორპუსებს. რთული ტექნიკური სამუშაოების გამო, წყალმომარაგების აღდგენის დრო გადავადდა 18:00 საათამდე.