რუსთავის ბაღები დროებით სააღმზრდელო პროცესს წყვეტენ.
ამის მიზეზი 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებია.
როგორც "ინფო რუსთავს" რუსთავის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა ეკა ხუცშვილმა განუცხადა, 29 ოქტომბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით ბაღებში სააღმზრდელო პროცესი შეწყდება, რათა არჩევნების დღისთვის ბაღებში მოწყობილი საარჩევნო უბნების მომზადება მოხდეს.
რუსთავის ბაღებში სააღმზრდელო პროცესი შენობებში სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების შემდეგ 3 ნოემბერს განახლდება.