დღეიდან დისტანციურ რეჟიმზე რუსთავის კიდევ ერთი სკოლა გადადის

2020-10-26 14:27:56

დღეიდან, 26 ოქტომბრიდან რუსთავის 24-ე საჯარო სკოლა დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავიდა. მიზეზი სკოლაში კორონავირუსული ინფექციის დადასტურება გახდა. ინფიცირებულია დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი.

როგორც სკოლის დირექტორი მანანა გოგოლაძე აცხადებს, მასწავლებელი სკოლაში ბოლოს 19 ოქტომბერს იმყოფებოდა, რის შემდეგაც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებასთან შეხება არ ჰქონია.

დღეიდან 2 კვირის განმავლობაში, სკოლის 1 336-ვე მოსწავლე დისტანციურად ისწავლის.

ამ დროისთვის სრულ დისტანციურ სწავლებაზეა რუსთავის მე-10, მე-13 და მე-14 საჯარო სკოლებიც.