ზვიად გამსახურდიას ბიუსტის გახსნის ღონისძიების ფარგლებში, 2020 წლის საპატიო რუსთაველების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. [ვიდეო/video]
წინა წელთან შედარებით, წელს საპატიო რუსთაველის ტიტული 20-ით მეტმა, ჯამში, 21-მა ადამიანმა მიიღო.
საპატიო რუსთაველებს შორის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, ასევე ე.წ. 26-იანელთა თაობის მოღვაწეები არიან, რომელთაც მეტალურგიული ქარხნის მშენებლობაში აქვთ მონაწილეობა მიღებული.
"ინფო რუსთავი" გთავაზობთ ჩამონათვალს მათ მოკლე ბიოგრაფიებთან ერთად.
1. სოსო არეშიძე - რუსთავის პირველი მერი;
2. ლერი ჩარკვიანი - ქიმიკოსი;
3. დავით ბეგაშვილი - ა(ა)იპ ,, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრი"-ს დირექტორი;
4. ტარიელ ბლუაშვილი - მოკრივე, რუსთავის სპორტსკოლის მწვრთნელი;
5. მიხეილ მედულაშვილი - მეფოლადე;
6. ნიკოლოზ ქავთარაძე - მეტალურგი;
7. ანტონ რობაქიძე - გამოგონებებისა და ნოვაციების ავტორი ლითონის ცივად გლინვის ტექნოლოგიებში.
8. ვახტანგ ნანაობაშვილი - მეტალურგი, პირველი მეტალურგთა თაობის წარმომადგენელი;
9. თემურ ცეკვავა - მუშაობდა რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში, სხვადასხვა თანამდებობაზე;
10. მამუკა ხამხაძე - ისტორიკოსი, 2007 წლიდან დღემდე მუშაობს რუსთავის N4 სკოლის დირექტორად.
11. თამარ ხეჩიკაშვილი - რუსთავის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის ხელმძღვანელი;
12. სოსო ნემსაძე - რეჟისორი, ა(ა)იპ ქ. რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის მუნიციპალური თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი;
13. მარინე ცხვედიაშვილი - პოეტი და საზოგადო მოღვაწე;
14. ივანე ნიაური - პირველი რუსთაველი, მეტალურგი, ეგრედ წოდებული „26 ანელი“;
15. ვალერიან ჯიქია - მოქანდაკე;
16. გურამ ლოსეურშვილი - მუშაობდა მეტალურგიულ ქარხანაში. რუსთავში ნამუშევარი აქვს სხვადასხვა თანამდებობებზე;
17. ჯონი შანიძე - აკადემიკოსი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, საქართველოს ღირსების ორდენის კავალერი, ქალაქ რუსთავის აღმშენებლობაში მიღებული აქტიური მონაწილებისათვის.
18. გელა ბურნაძე - მოჭიდავე, რუსთავის მოჭიდავეთა კავშირის დამფუძნებელი;
19. დავით ძაგნიძე - ქველმოქმედი, „ცენტროლიტი“-ს და ცემენტის ქარხნის ყოფილი დირექტორი;
20. ბონდო ციცქიშვილი - იყო საქალაქო კავშირგაბმულობის ქსელების ტექნიკური დირექტორი.
21. ალექსანდრე ხნიადაშვილი - რუსთავის "აზოტის" თანამშრომელი.
საპატიო რუსთაველებს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა, ქალაქის მერმა ირაკლი ტაბაღუამ და საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანმა სიგელები და საჩუქრები გადასცეს.
ტიტულს საპატიო რუსთაველები ემოციებით შეხვდნენ.