საკალათბურთო გუნდმა "რუსთავი1991" სუპერლიგის სეზონი მოგებით დაიწყო.
რუსთაველი კალათბურთელები დღეს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში "ვერა"-ს დაუპირისპირდნენ და მასპინძლები 99:75 დაამარცხეს.
აღსანიშნავია, ჩვენი ლეგიონერის მალიკ უაითის თამაში, მან სამმაგი დუბლი შეასრულა, მაიკლ დევისის ანგარიშზე 24 ქულა იყო. გიორგი თვალაბეიშვილმა კი ორმაგი დუბლი გაიფორმა.