კოვიდ19-ით კიდევ 10 ადამიანი გარდაიცვალა

2020-10-24 13:25:06

საქართველოში კორონავირუსული ინფექციით გასული 24 საათის განმავლობაში კიდევ 10 ადამიანი გარდაიცვალა.

ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის მიერ შექმნილი ვებ გვერდი stopcov.ge ავრცელებს.

ამ დროისთვის სულ გარდაცვლილია 193 ადამიანი.

შეგახსენებთ, რომ დღეს კორონავირუსით ინფიცირების კიდევ ერთი რეკორდული ზრდა დაფიქსირდა და 1941 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსის 26 503 შემთხვევა დაფიქსირდა.