რუსთავში, ცხრა ძმა ხერხეულიძის ქუჩაზე ხანძარი იყო. [ვიდეო/video]
“ინფო რუსთავის” ინფორმაციით, ცეცხლი მიტოვებულ მდგომარეობაში მყოფ ავტომობილს გაუჩნდა. შემთხვევის დროს ავტომობილში არავინ იმყოფებოდა.
ცეცხლის გავრცელება არ მომხდარა და მაშველებმა ხანძრის ლოკალიზება დროულად მოახერხეს. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიცია.
ვიდეო იხილეთ აქ