ავტოსაგზაო შემთხვევები რუსთავში [photo]

2020-10-24 10:48:39

რუსთავში ერთ ქუჩაზე 2 ავარია მოხდა.

მშვიდობის ქუჩაზე, ე.წ. "კუზიანის ხიდის" მიმდებარე ტერიტორიაზე ტრაილერი და მიკროავტობუსი დაეჯახნენ ერთმანეთს, ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა.

მეორე ავტოსაგზაო შემთხვევა კი ე.წ. "ახალ ხიდზე" მოხდა, სადაც მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი დაეჯახნენ ერთმანეთს. ავარიის შედეგად მსუბუქი დაზიანება მიიღო ერთმა პირმა.

ადგილზე მობილიზენული იყო საპატრულო პოლიცია.