რუსთავში, წლების განმავლობაში მოუწესრიგებელი ტერიტორია დასუფთავდა.
შარტავას #19 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე მასშტაბური დასუფთავების სამუშაოები ჩატარდა, რომელიც რუსთავსერვის ცენტრმა მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე განახორციელა.
დასუფთავების ჯგუფმა ტერიტორია სამშენებლო მასალისგან, საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან და რკინის კონსტრუქციებისგან გაწმინდა.
აღსანიშნავია რომ ადგილობრივი მოსახლეობა წლებია აღნიშნული ტერიტორის მოწესრიგებას ითხოვდა.
შარტავას #19 კორპუსის მცხოვრებლებმა, დანაგვიანებული ტერიტორიის და მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურის გამო არაერთი აქცია გამართეს, თუმცა ტერიტორია დღემდე მოუწესრიგებელი იყო.