რუსთავში კორონავირუსული ინფექციის 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ამის შესახებ "ინფო რუსთავს" რუსთავის ცხელების ცენტრში განუცხადეს.
მათი ინფორმაციით, ინფიცირების წყაროების დასადგენად ეპიდემიიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს.
29 აგვისტოს შემდეგ ქალაქში კორონავირუსის 300-ზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 150-მდე გამოჯანმრთელდა.