რუსთავში, ერთ-ერთი საავადმყოფოს ექიმს კორონავირუსი დაუდასტურდა.
ინფო რუსთავის ინფორმაციით, მედიკოსი თავს კარგად გრძნობს, სიმპტომები არ აქვს და ამჟამად თვითიზოლაციაში იმყოფება.
როგორც ინფიცირებულმა ექიმმა ინფო რუსთავს განუცხადა, თანამშრომლებთან შემხებლობა არ ჰქონია. მისივე ინფორმაციით, ბოლოს სამსახურში ერთი კვირის წინ იმყოფებოდა.