რუსთავში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი კიდევ 3-ით გაიზარდა.
ამის შესახებ "ინფო რუსთავს" რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის ხელმძღვანელმა დავით ბეგაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, დღის განმავლობაში კოვიდინფიცირების 19 შემთხვევა გამოვლინდა.
შეგახსენებთ, რომ რუსთავში 29 აგვისტოს შემდეგ კორონავირუსით ინფიცირების 270-მდე შემთხვევა გამოვლენილი, მათგან 150-მდე უკვე გამოჯანმრთელდა.